ბარაკ ობამამ სენატზე კონტროლი დაკარგა

pic_d514d9562e2cd89439dc1810bf80fa71

რესპუბლიკურმა პარტიამ, პირველად 2006 წლის შემდეგ, სენატში უმრავლესობა მოიპოვა! ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. საარჩევნო მონაცემებით, ამერიკის კონგრესის ზედა პალატაში, რესპუბლიკელებმა დემოკრატებს, უმრავლესობისათვის საჭირო ექვსი სავარძელი დაათმობინეს, შედეგად რესპუბლიკური პარტია 100 ადგილიან პალატაში 51-ი კაცით იქნება წარმოდგენილი. დემოკრატების დამარცხებაში გადამწყვეტი როლი, ჩრდილოეთ კაროლინაში ტომ ტილისის გამარჯვებამ შეიტანა, რომლის მეტოქე მომქმედი სენატორი, დემოკრატი კეი ჰეგანი გახლდათ. გამარჯვებულ პარტიას აქვს შანსი საკუთარი პოზიციები გაიმყაროს, რადგან ლუიზიანას შტატაში ვერცერთი პარტიის წარმომადგენელმა ვერ შეძლო, 50%-იანი ბარიერის გადალახვა. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, აღნიშნულ რეგიონში მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთის პირისპირ, მოქმედი სენატორი, დემოკრატი მერი ლანდრიე და რესპუბლიკელი ბილ კესეიდი წარსდგებიან. ამერიკის სენატში, რესპუბლიკური პარტიის რიგებიდან მერედ არჩეულმა (სენატორმა) მიჩ მაკონელელმა მომხდარი, ბარაქ ობამასადმი ნდობის დაკარგვას დაუკავშირა.