„საქართველოში პოლიტიკური კრიზისი სახეზეა!”

10744716_10204421543754065_19827009_n

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას აფასებს და მნიშვნელოვან განმარტებას აკეთებს:

„დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობის პირობებში, თუკი მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს „თავისუფალმა დემოკრატებმა“, ეს ნიშნავს შემდეგს:
1. მთავრობას აღარ ექნება პარლამენტის (სიითი შემადგენლობის უმრავლესობის) მხარდაჭერა.
2. პარლამენტში აღარ იარსებებს საპარლამენტო უმრავლესობა. (სიითი შემადგენლობის ნახევარი მაინც)
3. პარლამენტის ცალკე აღებული ვერც ერთი ჯგუფი, როგორი მრავალრიცხოვანიც არ უნდა იყოს ის, ვერ შეძლებს ორგანული კანონის მიღებას. (ამისათვის საჭიროა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი)
4. პარლამენტის ერთი რომელიმე ჯგუფი ვერ შეძლებს ბიუჯეტის მიღებას, რისთვისაც საჭიროა, სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
და ბოლოს: რომელიმე მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა, შესაძლოა მოახერხოს კანონის პლენარულ სხდომაზე, დამსწრეთა უმრავლესობით მიღება, მაგრამ მანამდე მათ მოუწევთ პლენარული სხდომის, უფლებამოსილების ქვორუმის მოგროვება, რაც პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენს. დღეს საპარლამენტო უმრავლესობა 84 დეპუტატს ითვლის. „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ უმრავლსეობის დატოვების შემთხვევაში კი რჩება 74 დეპუტატი. ცნობისათვის: მთავრობის დამტკიცებისათვის საჭიროა 76 დეპუტატის ხმა.“ – განმარტავს კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი.