„კანონიერი ქურდების“ ჩერნიგოვური საგა (ვიდეო)

12

ქუთაისელი ვატია უკრაინდან გააძევს. როგორც ინტერნეტ გვერდი «Прайм Крайм»-ი იუწყება, რამოდენიმე დღის წინ, ჩერნიგოვის ,,სპეცპრიომნიკში“, რომელიც ძირითადად ქვეყანაში არალეგალურად შემოსული პირების ,,მოსასვენებელ“ადგილად ითვლება, ორი ქართველი ,,კანონიერი ქურდი“ 43 წლის სერგო ღლონტი (გუგა) და 32 წლის მინდია გოროძე (ბატუმსკი) მოათავსეს, რომელსაც უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე მეხუთედ აკავებენ. კიდევ ერთი ,,ზაკონნიკი“ ქუთაისელი ვარლამ კუხიანიძე (ვატია) ჩერნიგოვის ,,სანატორიუმის“ გავლით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა ქვეყნიდან გააძევეს და ავსტრიის ავიახაზების, უახლოესი რეისით, ვენის მიმართულებით ,,გაამგზავრეს“. სამივე  ,,კრიმინალური გენერალი“ კიევის მილიციამ, სასტუმრო ,,პრემიერ პლასის“ რესტორან  ,,ატმოსფერაში“ ,,ჩაი პიწიეს“ დროს დააკავა. აღსაღნიშნავია, რომ სუფრასთან მჯდომი მეოთხე პირი, როგორც შემდეგ გაირკვა, ასევე ,,კანონიერი ქურდი“ (ქუთაისელი) 40 წლის გია ღოღელიანი უკრაინელ სამართალდამცავებს გაექცათ. ინტერნეტგვერდის მონაცემებით, კრიმინალური ავტორიტეტების სასაუბრო თემას, ქალაქ ოდესაში, რამოდენიმე დღის წინ, კახა პარპალიაზე შეიარაღებული თავდასხმა წარმოადგენდა. როგორც გაირკვა, თავდასხმის ორგანიზატორების და ასევე შემკვეთის ვინაობა ცნობილია და  ,,კრიმინალური სამყარო“ განაჩენის მოლოდინშია. გუგასა და მინდიას ჩერნიგოვში გადმოყვანის შემდეგ, წინასწარი დაკავების იზოლატორში, სერიოზული ,,მატებაა“  და დროებით დაკავებული ,,ზაკონნიკების“ რაოდენობამ  ხუთის ნიშნულს ,,მიუკაკუნა“. აქამდე ჩერნიგოვი, მხოლოდ რამაზ წიქორიძეს, პოლიკარტე ჯანელიძეს და გიორგი ლობჟანიძეს (კუწუ)  ,,მასპინძლობდა“. ქალაქ ოდესაში,  კუწუზე  თავდასხმის  მცდელობამდე, მას ,,კოლეგები“ ესტუმრნენ. ,,საინიციატივო ჯგუფს“ ქუთაისელი ,,კანონიერი  ქურდი“ ტახი ხელმძღვანელობდა. ,,დელეგაციის“ შემადგენლობაში საპატიო ადგილს გუგა, კახა პარპალია და ლაშა ჯაჭვლიანი იკავებდნენ. დისკუსიაზე დასასწრებად ,,სამიტის ფორმატით“ კუწუს მხრდასაჭერად თანაქალაქელები ხმელო და ნოდარიც მოვიდნენ. საუბარი ტახიმ ,,გახსნა“ და კობა შერმაზაშვილის და კუწუს დაპირისპირების მიზეზების წინ წამოწევას შეეცადა, აღსაღნიშნავია, რომ ამ უკანასკნელს ,,სტიჩკა“ აქვს კახისთან, ტახისთან და ლეკი რუსტავსკისთან. ოთახში შემოსვლის მომენტში ნოდარი დამსწრე საზოგადოებას  არ მიესალმა, თავად ტახიმ მოკრძალებულად დააქნია თავი და პირველი ინციდენტიც იქვე მოხდა. უახლოესი წარსულის კრიმინალურ ქრონიკას თუ გადავავლებთ თვალს, ნოდარმა თავის დროზე ტახის წინააღდეგ  ,,პრაგონი“ გაატარა, სადაც ის ქუთაისელ (გორის უბნელი) ,,ზაკონნიკს“ არაქურდად მოიხსენიებდა  და კოლეგებს მისი იგნორირების მოწოდების მესიჯს უგზავნიდა. უზრდელი ვიზიტორის ჭკუის სწავლება კახამ გადაწყვიტა  და ნოდარს ხელით შეეხო, რის შემდეგაც ატყდა ჩოჩქოლი და გაწევ გამოწევა, თუმცა კონფლიქტი მალევე აღმოიფხვრა და საბოლოოდ ხუთ  საათიანი მსჯელობის შემდეგ,  საუბარიც მშვიდობიანად დასრულდა. ,,ქურდული სამიტის“ მონაწილეები ერთმანეთს გადაეხვივნენ, გადაკოცნეს და დაიშალნენ. მომხდარიდან რამოდენიმე დღეში კახას ესროლეს და ნოდარი კი ,,ბრონიროვკაში“ გადაჯდა.