შაქრო კალაშოვმა ასლან უსოიანის და იაპონჩიკის საფლავზე სისხლის აღების ფიცი დადო

4

როგორც ინტერნეტ გვერდი Прайм Крайм»-ი იუწყება, ესპანეთიდან დიდ რუსეთში დაბრუნებულმა შაქრო კალაშოვმა, რუს სამართალდამცავებთან გასაუბრების შემდეგ, როგორც კი დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური განყოფილება, ასლან უსოიანის (დედ ჰასანი) და ვიაჩესლავ ივანკოვის (იაპონჩიკი) საფლავებს ესტურმა და სისხლის აღების ფიცი დადო. შეგახსენებთ, რომ დედ ჰასანის მომხრეები, მოხუცი ავტორიტეტის მკვლელობაში, ტარიელ ონიანს და მერაბ ჯანგველაძეს ადანაშაულებენ. როდესაც ეგრეთწოდებულ ბუტირკის ციხეზე, ვაგიფმა და ზვიადმა უმოწყალოდ სცემეს ჯემო (ჯემალ მიქელაძე) ამ უკანასკნელმა ცემის დროს მოხუცი ,,ზაკონნიკის“ მკვლელობა აღიარა და მომხდარი მის მიმართ ჩადენილ ცოდვას მიაწერა. ,,შავ სიაში“ ასევე მოხვდა როვშანი, რომელიც ,,ბრალდებულთაგან“ თავისუფლებაზე მყოფი ერთადერთი კრიმინალური ავტორიტეტია და კალაშოვის მიერ შესაძლო დაგეგმილ ,,გასაუბრებას“ თავს ვერ აარიდებს. თუმცა სხვა საკითხია შედის თუ არა აღნიშნული თემის წამოწევა შაქროს ინტერესებში. 8 წლიანი ესპანური იძულებითი პაუზის შემდეგ, კალაშოვთან ვიზიტის სურვილი ბევრმა გამოთქვა, თუმცა შაქრო ურჩევს ,,მასას“, რომ ამ ეტაპზე გახსნილი ,,დვიჟენიები“ არ შეიძლება და მაგ დროც მალე დადგება. ერთადერთი ვისი ნახვის სურვილიც ,,სვაბოდაზე“ დაბრუნებულბა კალაშოვმა გამოთქვა, მერაბ ჯკანგველაძის ძმა ლევანია, მაგრამ ლევანმა კალაშოვის სურვილს უარით უპასუხა. შაქროს ამგვარ ,,მოძრაობას“ მოუთმენლად ელიან, სხვადასხვა დაჯგუფების წევრები, რომლებიც ამჟამად თავს დაჩაგრულად გრძნობენ, თუმცა ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, რუსეთის შენაგან საქმეთა სამინისტროში, კალაშოვს ,,მეგობრულად“ ურჩიეს, ყველაფერი ისე დაეტოვებინა როგორცაა და პიჩუგას, ვოსკრესის და მირონის აღებული კურსით ეცხოვრა. რუსმა სამართალდამცავებმა შაქროს მადლად, საქართველოს ნაცვლად რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადირება და შმედგომი თავისუფლება შეახსენეს. როგორც ,,ქუჩის“ კულუარებში ამბობენ, კალაშოვი სამართალდამაცვთა მითითებებს არ გაითვალისწინებს და ალსან უსოიანის და იპონჩიკის მიერ ,,ოფლით“  შექმნილი ჩამოშლილი იმპერიის აღდგენას შეეცდება. კრიმინალური რუსეთი ახალი სისხლისღვის მოლოდინშია, მაგრამ როგორც იტყვიან ,,კაჟდი დოლჟენ ოტვეჩაც ზა სვოიუ პოსტუპკუ“.