„კანონიერი ქურდი“ შაქრო კალაშოვი რუსეთში დაბრუნდა (ვიდეო)

ww

როგორც ინტერნეტ გვერდი  «Прайм Крайм»-ი იუეწყება, დღეს დილით 6.00 სთ-ზე, მადრიდი-მოსკოვის ავიარეისით მოსკოვში, 61 წლის ,,კანონიერი ქურდი“ შაქრო (ზახარი) კალაშოვი, ზედმეტსახელად ,,შაქრო მოლოდოი“ დაბრუნდა. რუსეთის დედაქალაქის დომოდედოვოს აეროპორტში, მას გასაუბრების მიზნით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები დახვდენენ. შაქროს დაბრუნების ძირითადი მიზანი და მისია, სავარაუდოდ კრიმინალური კლანების დაპირისპირების დასასრული უნდა გახდეს. დაპირისპირება, რომელიც უკვე შვიდი წელიწადია  გრძელდება და არაერთი კრიმინალური ავტორიტეტის თუ სხვადასხვა ,,ქურდული“ კლანის წევრის სიცოცხლე იმსხვერპლა, შაქროს დაკავებიდან მალევე დაიწყო. ავტორიტეტული  ,,ზაკონნიკი“ ესპანეთში იზოლირებულ  გარემოში ცხოვრების გამო, არანაირ გარჩევებში და ქურდულ ,,რაზბორკებში“ არ  იღებდა  მონაწილეობას. აქამდე კალაშოვს, არცერთი დაპირისპირებული კლანის მიმართ არ გამოუთქვამს საყვედური და არც საკუთარი სიმპატია დაუფიქსირებია. კრიმინალური წრეები შაქროში ხედავენ ადამიანს, რომელიც ყველა ,,პრობლემატური საქმის“ მიმართ მწვავე კითხვას დასვამს და ამ კითხვებზე კონრეტულ პასუხებს მიიღებს. ასე, რომ ყველა საკუთარ საქციელზე პასუხს აგებს. ზახარი კალაშოვი იმ კრიმინალური იმპერიის, რომელიც ასლან უსოიანმა (დედ ჰასანი) შექმნა, არა მემკვიდრე, არამედ სრულუფლებიანი მეპატრონეა, აცხადებენ ექსპერტ კრიმინალისტები, რადგან ასლან უსოიანის და იაპონჩიკის (ვიაჩესლავ ივანკოვის) სიცოცხლის პერიოდში, კალაშოვი მათ არაფერს არ უთმობდა  და  შესაბამისად, მათზე ნაკლები ავტორიტეტითაც არ სარგებლობდა. ამჟამად ,,ქურდულ სამყაროში“ ზახარი კალაშოვის ნაირი ავტორიტეტული პირი არ მოიძებნება. ისეთი ,,მძიმე წონოსნები“ როგორებიც არიან ტარიელ ონიანი (ტარო), მერაბ სუხუმსკი, ლაშა რუსტავსკი და თუნდაც ბადრი კუტაისკი (კოღუაშვილი) გისოსებს მიღმა იმყოფებიან  და ,,სვაბოდაზე“ მყოფი კალაშოვის შეჩერება ალბათ შეუძლებელი იქნება. ქურდულ სამყაროში, შაქროს ჰეგემონიის ახალი ეპოქა იწყება, მითუმეტეს შაქროს სვხებისგან განსხვავებით, უამრავი მიმართულებით აქვს კითხვები დასასმელი და ამ კითხვებზე პასუხებსაც ,,სტროგათ“ მოითხოვს. რუსეთის ფედერაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური განყოფილებიდან გასაუბრების შემდეგ , შაქრო (ზახარი) კალაშოვი, თავისუფალი ადამიანი გამოვიდა. ასე რომ კრიმინალური სამყარო მორიგი სამსჯავროს მოლოდინშია.