დღეს კოალიციურმა ძალებმა ტერორისტებს ჰაერიდან ცხრაჯერ შეუტიეს

KMO_088197_174013_1_t218_202849

ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე განთავსებული, ტერორისტული ორგანიზაციის ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ პოზიციები, მხოლოდ დღევანდელი დღის მონაცემებით, ოთხჯერ დაბომბა. პარალელურად კოალიციური ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა, ერაყის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ტერორისტულ ბანდებს ჰაერიდან ცხრაჯერ შეუტია. ინფორმაციას Agence France-Presse ავრცელებს. ,,ამერიკულმა საჰაერო გამანადგურებლებმა, ქალაქ ქობანის შემოგარენში გამაგრებული ისლამისტი რადიკალი ტერორისტების პოზიციები რამოდენიმეჯერ დაბომბა. საჰაერო შეტევის შედეგად განადგურებულია სამი ერთეული სამხედრო მანქანა და საცეცხლე წერტილები. ხოლო მოსუდ-დამის ოლქზე საავიაციო შეტევას რამოდენიმე ათეული ბოევიკის ლიკვიდაცია მოჰყვა.