იულია ტიმოშენკოს პარტია კოალიციის მიღმა რჩება

1379864146_timoshenko

პოლიტიკური პარტია «Батькивщина», რომელსაც უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკო უდგას სატავეში, შესაძლოა საპარლამენტო კოალიციის მიღმა დარჩეს. როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში აცხადებენ, მათ ახლად არჩეულ რადაში კოალიციის ფორმირების პორცედურებში მონაწილეობის მისაღებად მიწვევა არ მიუღიათ. იუწყება სააგენტო «Интерфакс»-ი. ,,დღევანდელი დღის მონაცემებით, ჩვენთვის მიწვევა არავის გამოუგზავნია, ასე რომ ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში ვართ“ – აცხადებენ პარტიის პრესამსახურში. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, არსენ იაცენიუკის ,,სახალხო ფრონტი“ და ,,პეტრო პოროშენკოს ბლოკი“ საპარლამენტო კოალიციის შესაქმნელად აქტიურ კონსულტაციებს მართავენ, წყაროს განცხადებით, პრეზიდენტის პარტიამ კონსულტაციებში მონაწილეობის მისაღებად ,,Батькивщин“-ას გარდა, არჩევნებში გამარჯვებული ყველა პოლიტიკური პარტია მიიწვია.