სფრანგეთი ,,მისტრალების” გადაცემას ისევ აჭიანურებს

ს2

საფრანგეთი მისტრალის ტიპის ვერტმფრენმიზდების რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემის საბოლოო საკითხს, მიმდინარე წლის ნოემბერში განიხილავს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან-ივა ლე დრიანის სიტყვების ციტირებას სააგენტო Reuters-ი აკეთებს. მისივე თქმით ,,საკითხის განხილვა ნოემბრის დასაწყისში იგეგმება, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოში საერთო პოლიტიკური სიტუაცია არ შეიცვალა, ის თავდცვის უწყებას, რუსეთის ფედერაციისათვის ვერტმფრენმზიდების გადაცემის უფლებას არ მისცემს“ აღნიშნული განცხადება, ფრნსუა ოლანდმა სექტემბერში გააკეთა. ჟურნალისტის შეკითხვას, მისი აზრით შეიცვალა თუ არა მსოფლიოში პოლიტიკური მოვლენები, ლე დრიანმა პასუხი არ გასცა. წყაროს ინფორმაციით, «Евронаваль-2014» საგამოფენო სალონზე, ფრანგული დელეგაციის წარმომადგენლეის განცხადებით, რუსული მხარე ,,მისტრალებს“ 14 ნოემბრისათვის მიიღებს.