ისლამისტი ტერორისტები ანტისარაკეტო კომპლექსებით იმუქრებიან

ფ5

პენტაგონი, ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ მებრძოლების მიერ, ანტი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების ხელში ჩაგდებას ადასტურბს. აღნიშნული განცხადება, პენტაგონის სამეთაურო შტაბის წარმომადგენელმა ელისა სმიტმა, გააკეთა. ,,სამწუხაროდ ჩვენ ვადასტურებთ, რომ ტერორისტებს გარკვეული რაოდენობის ანტისარაკეტო, თავდაცვით კომპლექსებზე, რომლებიც ძირითადად სახმელეთო ბრძოლების დროს გამოიყენება, ხელი მიუწვდებათ. თუმცა ათასჯერ გადამოწმებული ინფორმაციის წყალობით მინდა დაზუსტებით განვაცხადო, რომ მათ ანტი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები არ გააჩნიათ და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ზუსტად არ ვიცით ტერორისტები რა რაოდენობის და ტიპის იარაღს ფლობენ“ ინფორმაციას სააგენტო РИА «Новости» ავრცელებს. რამოდენიმე დღის წინ, მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები, ტერორისტების მიერ ანტისარაკეტო, საზენიტო კომპლექსების მიტაცების თაოაბზე წერდნენ.