პოლონეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო კონტინგენტს აძლიერებს

გ3

პოლონეთი აღმოსავლეთის მიმართულებით საკუთარ საზღვრებს გააძლიერებს და უკრაინა პოლონეთის სასაზღვრო ზოლს ათასი სამხედრო პირით გააძლიერებს. როგორც ,,Associated Press“-ი იუწყება, შესაბამის განკარგულებას ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ტომაშ სემონიაკმა ხელი უკვე მოაწერა. ,,მსოფლიოში გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა, ჩვენ ცივი ომის შემდეგ უსაფრთხოების დარგში მწვავე კრიზისს პირველად განვიცდით, აუცილებელია სწორი შეფასებების გაკეთება. ვიწყებთ აღნიშნული მონაკვეთის გაძლიერებული დაცვის რეჟიმით კონტროლს. სამხედრო ძალების რაოდენობა აღმოსავლეთის მიმართულებით ამჟამად, საერთო რაოდენობის 30% შეადგენს, 2017 წლისათვის ეს მაჩვენებელი 90%-ით გაიზრდება. რაიმე ტიპის რადიკალურ გადაწყვეტილებაზე საუბარი ზედმეტია, ჩვენ უბრალოდ უკრაინასთან დამაკავშირებელ სასაზღვრო ზოლს, გაძლიერებულად დავიცავთ“ – აცხადებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ნატოს წვერი 1999 წელს გახდა, ქვეყნის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი მაინც დასავლეთის მიმართულებით იყო დისლოცირებული. სამხედრო ექსპერტების განცხადებით, პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება უკრაინის კრიზისთანაა დაკავშირებული. პოლონეთი აღმოსავლეთის მიმართულებით ლიტვას, ბელორუსს და უკრაინას ესაზღვრება, ხოლო ჩრდილოეთით კი რუსეთის ფედერაციის, კალინინგრადის ოლქს.