ამერიკის საიდუმლო სამსახურმა ,,მეორე” სნოუდენი აღმოაჩინა

g1

ამერიკის საგამომძიებლო ფედერალურმა ბიურომ, საკუთარ რიგებში ,,მეორე“ სნოუდენი აღმოაჩინა, რომელიც საიდუმლო მასალებს ჟურნალისტებს გადასცემდა. იუწყება Yahoo News-ი. უკანონოდ მოპოვებული გასაიდუმლოებული მასალების უცხო პირებზე გადაცემისთვის, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება, ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში სამართალდაცავებმა ჩხერეკა ჩაატარეს. როგორც გაირკვა, დოკუმენტი, რომელიც საიდუმლო სამსახურის, სპეც აგენტმა ჟურნალისტებს გადასცა, გამოცემა ,,Intercept“-ში გამოქვეყნდა, საიდანაც ირკვევა, რომ ამერიკის ხელისუფლება წარმატებით ახორციელებს სახვადასხვა ქვეყნებში მოქმედ ექსტრემისტულ ჯგუფებთან კავშირის დამყარებას და მათთვის შესაბამისი ინსრუქციების მიწოდებას. რაც შეეხება ედვარდ სნოუდენს, მას ამერიკაში დაბრუნება არ შეუძლია, რადგან ქვეყნის ხელისუფლება სნოუდენის ღია სასამართლო პორცესს არ დაუშვებს.