ვლადიმერ პუტინი: „რუსული დათვი საკუთარ ტაიგას არავის დაუთმობს“

3

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში გამართული ,,Валдай“-ი ფორუმის მსვლელობის დროს, დამსწრე საზოგადოებას მისეული ხედვები გაუზიარა და ხაზგასმით მიანიშნა, რომ კრემლი მსოფლიო წესრიგის დამყარების პროცესში,  საკუთარი თამაშის წესებს დაიცავს. ,,ჩემთვის რუსეთი მთელი ჩემი ცხოვრებაა. მე რუსეთის გარეშე ცხოვრება ერთი წამითაც ვერ წარმომიდგენია, მე მასთან ცხოვრებას ვგრძნობ და ვერასოდეს ვერ შეველევი, თუმცა რუსეთი ისეთი ადამიანის გარეშეც შეძლებს არსებობას, როგორიც მე ვარ. ჩვენს ქვეყანას, ჭკვიანი ხალხის თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული რეზერვი აქვს. ჩვენი კოლეგები, სხვადასხვა ქვეყნებში პროცესების თავიანთ სასარგებლოდ მართვის სანაცვლოდ რეგიონალური კონფლიქტების დაფინანსებას და ,,ფერადი რევოლუციების“ მოხდენას ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ ვერ თვლიან, რომ ბოთლიდან გამოშვებული ჯინი უმართავი ხდება და ეს მათ საპირისპიროდ დაუბრუნდებათ, ძველ ცივილიზაციებზე უაზრო შეტევამ, ექსტრემიზმის დაბადება გამოიწვია, ექსტრემიზმი შემდგომ ტერორიზმში გადაიზარდა და საბოლოოდ დაიბადა უტოპიური იდეა, რომლის შეჩერებაც ძალიან ძნელ და რთულ ბარიერს წარმოადგენს. ამ უაზრო გაუთვლელ პოლიტიკას მშვიდობიანი, უბრალო ადამიანების სიცოცხლე ეწირება, კრემლი ამას არ დაუშვებს. რაც შეეხება, რუსეთის ფედერაციის მიერ , ერთიანი ანტი სარაკეტო საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის, საერთო ხელშეკრულებიდან  გამოსვლის საკითხს, მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, ამ საშიშ სვლას სათავე ამერიკამ დაუდო, როდესაც 2002 წელს სრულიად დამოუკიდებლად, მსოფლიო თანამეგობრობის დაუკითხავად, ცალმხრივად დატოვა საერთო შეთანხმების ჩარჩო. მინდა ავღნიშნო ეს ჩვენ არ დაგვიწყია. მსოფლიოს მაშტაბით საპროტესტო ტალღა იზრდება. რევოლუციები ცუდია და მე მას მხარს არასოდეს დავუჭერ, მეოცე საუკუნეში რევოლუციები ,,კისერშია ამოსული“ მშვიდობიან გეგმას ალტერნატივა არ გააჩნია. მე ვურჩიე იანუკოვიჩს ოპოზოზიციასთან  შეთანხმებისათვის ხელი არ მოეწერა და ხარკოვში არ გადაბარგებულიყო, თუმცა მან არ დამიჯერა და შედეგად რაც მივიღეთ უკრაინაში მემგონი ყველასათვის ნათელია, მინდა გითხრათ, რომ მას ჩვენ დავეხმარეთ ყირიმში გადასულიყო და იქედან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ. დასავლეთელ პოლიტიკოსებს ვურჩევ, ყირიმის თემა დივიწყონ და უაზრო მანიპულირებას შეეშვან. ჩვენ ზუსტად ისე მოვიქეცით, როგორი თამაშის წესებიც დასავლეთმა შემოგვთავაზა. მინდა ძველი რუსული ანდაზა შეგახსენოთ, რაც ნებადართულია იუპიტერისათვის ეკრძალება ხარს, თუმცა დათვი ნებართვის ასაღებად თხოვნით არავის არ მიმართავს და საკუთარ ტაიგას არც არავის არ დაუთმობს. ჩვენკენ ტყულიდად მოიწევთ და მსოფლიოს ბედის  გადამწყვეტებათ, თავიც ტყუილად მიგაჩნიათ. იყო დრო , ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდი დოვლათი დაუგროვდა, იმის მაგიერ, რომ ეს დოვლათი სწორად და ნორმალურად მშვიდობიანი ცხოვრების ხელისშესაწყობად დაებანდებინათ, მათ სხვა გზები არჩიეს, რომელ გზასაც რუსეთის ფედერაცი არასდროს არ დაადგება, მითუმეტეს, ვერც ვერავინ გვაიძულებს.რაც შეეხება უკრაინა რუსეთის ურთიერთობებს, მინდა ევროპას შევახსენო ჩვენ სხვადსხვა მენტალობის ხალხი ვართ, თუ ჩვენთან ბიჭი გოგონას რესტორანში დაპატიჟებს, მაშინ ფულს ბიჭი იხდის, თქვეთნა კი პირიქით, ყველა თავის ხარჯს ანაზღაურებს, თუ მიიწვიეთ უკრაინა თქვენთან და რაიმე განსაკუთრებულს დაპირდით, მაშინ მინდა იცოდეთ, რომ პირველ რიგში მენტალობა უნდა შეიცვალოთ და კეთილი ინებეთ, სუფრასთან მიპატიჟების ხარჯები დაფაროთ. მიეცით კრედიტი 2 მილიარდი და ისინი ვალებს დაფარავენ თქვენ კი ცივ ზამთარს თბილ ღუმელებთან გაატარებთ“ – განუცხადა დამსწრე საზოგადოებას რუსეთის პრეზიდენტმა.