იური ლუცენკო: „დონბასელებთან დროებითი დაზავება დასავლური ფულის და შეიარაღების გამო გვჭირდებოდა“

2

დონბასელ ამბოხებულებთან დროებითი დაზავება კიევს იარაღის დასამზადებლად და დასავლეთის ქვეყნებიდან ფინანსური დახმარებისათვის სჭირდებოდა, განცხადება უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ იური ლუცენკომ, ტელეკომპანია ,,მეხუთე არხის“ პირდაპირ ეთერში გააკეთა, იუწყება ,,УНН“. ,,ცეცხლის შეწყვეტა და დროებითი მშვიდობის დამყარება ჩვენს სასარგებლოდ მიმდინარეობს. უკრაინაში არსებული ოთხი სატანკო და  ბრონირებული მანქანების მწარმოებელი ქარხნები 24 საათის განმავლობაში, სამ ცვლიანი რეჟიმით მუშაობს. უკანასკნელი მონაცეებით, ექსპლუატაციაში ჩაშვებულია რამოდენიმე ასეული მძიმე ტექნიკა და სათანადო აღჭურვილობა. არის ქარხნები, რომლებიც სახელმწიფო შეკვეთებს ელოდებიან და უკრაინის არმია მოდერნიზებულ თანამადროვე იარაღით შეიარაღდება. ზუსტად ამ პორბლემების მოსაგვარებლად გვჭირდება დროებითი დაზავება, რომელმაც რაც შეიძლება დიდი ხანი უნდა გასტანოს. ამასობაში წარმოებას ,,ფეხზე“  დავაყენებთ და დასავლეთი საჭირო დაფინანსებას მოგვაწოდებს“ – აცხადებს ლუცენკო. კიევის ახალმა ხელისუფლებამ და დონბასელმა ამბოხებულებმა, 2014 წლის სექტემბრის დასაწყისში, ცეცხლის შეწყვეტის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეკრულებას ხელი მინსკის შეთანხმების შემდეგ მოაწერეს. ამ ხნის მანძილზე დაპირისპირებული მხარეები, ერთმანეთს დაზავების პირობების დარღვევაში ხშირად ადანაშაულებენ.