სერგეი ლავროვი: „ამერიკამ მოკავშირეებთან ერთად მსოფლიო სტაბილურობა შეარყია

1

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის რიგმა სახელმწიფოებმა, სხვადასხვა ქვეყნების შიგა საქმეებში უხეში ჩარევით, მსოფლიოს სტაბილურობას სერიოზული ზიანი მიაყენეს. ლავროვის ინტერვიუს ტექსტი რუსეთის საგარეო უწყებამ საკუთარ ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა. ,,ჩვენ ვხედავთ ამერიკის და ზოგიერთი დასავლური ქვეყნების მცდელობას,  სხვადასხვა ქვეყნებს საკუთარი წესებით გამოწერილი ,,რეცეპტით უმკურნალონ“, არასწორი სამედიცინო დანიშნულება ხომ სპობს ჯანსაღ ორგანიზმს? მათი მიზანი გეოპოლიტიკური მიზნების სათავისოდ გამოყენებაა, რაც საერთაშორისო ბალანსს არღვევეს და მსოფლიო სტაბილურობის რყევა გამოიწვია. ამგვარმა მიდგომამ, იუგოსლავიის დაბომბვა, ერაყში შეჭრა, ლივიაზე თავდასხმა, სირიის კრიზისი და მთელი რიგი პრობლემები წარმოშვა, რამაც მსოფლიოს დიდი ნაწილი  ,,ხანძრის კერად „ აქცია. ძველ ცივილიზაციებზე უაზროდ, გაუთვლელი გეგმით შეტევამ, უძველეს ქვეყნებში ექსტრემიზმის გაღვივება გამოიწვია, შემდგომ  ექსტრემიზმი ტერორიზმიში გადაიზარდა და საერთო ქაოსმა ახალი უტოპიური იდეები დაბადა. რუსეთის ფედერაცია საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და ჩვენის მხრივ ვეცდებით, საერთაშორისო საქმეს არსებული, დემოკრატიული სტანდარტების მიხედვით მივუდგეთ“ – აცხადებს რუსეთის პირველი დიპლომატი.