ევროკავშირი უკრაინას ერთ მილიარდზე მეტს არ ასესხებს

გგ4

ევროკავშირის სპეციალური კომისია, უკრაინას რუსული გაზის დავალიანების დასაფარად მაქსიმუმ ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარს ასესხებს. ინფორმაციას ჟოზე მანუელ ბაროზოზე დაყრნდობით The Wall Street Journal-ი ავრცელებს. 24 ოქტომბერს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ,,უკრაინას აუცილებლად ესაჭიროება ბრიჯ-კრედიტი, რომელიც რუსული გაზის დავალიანების საფასურის გადახდაში დაეხმარება, თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას“ რაც შეეხება ,,გაზპრომის“ ზამთრის გეგმებს, რუსული გაზის კომპანია, უკრაინულ მხარეს წლის ბოლომდე 3.1 მილიარდი დოლარის დავალიანების დაფარვს სთხოვს და ბუნებრივი აირის მიწოდებას წინასწარი გადახდის შემდეგ აპირებს. ეს პირობა უკრაინას სავალალო მდგომარეობაში აგდებს, რადგან საჭირო 4 მილიარდი კუბური მეტრი გაზის საფასური 1.6 მილიარდი აშშ დოლარია. უკანასკნელი შეხვედრა რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 26 სექტემბერს გაიმართა, შედარებით შედეგიანი აღმოჩნდა. კიევი ვალის გადახდას დასთანხმდა და ზამთრის ტარიფად 385$ დაწესება მოითხოვა. რაც შეეხება რუსული გაზის კომპანიას ,,გაზპრომი“ შემოთავაზებულ წინადადებაზე, დადებით პასუხს იმ შემთხევვაში გასცემს ,თუ უკრაინული ,,ნეფტოგაზი“ არსებულ ვალს ახალწლამდე დაფარავს. კიევი ევროკავშირს ორ მილიარდ ევროს სთხოვს, ევროკავშირი ცივი ზამთრის მოლოდინშია, ჯერჯერობით გაურკვეველია გათბებიან თუ არა მიმდინარე ზამთრის განმავლობაში ევროპელები რუსული გაზით.