შვედეთმა გაურკვეველი წყალქვეშა ობიექტის ძებნა შეაჩერა

გ4

შვედმა სამხედროებმა, სტოკჰოლმის ნაპირებთან, უცხოური წყალქვეშა ნავის სამძებრო სამუშაოების გაგრძელებაზე უარი განაცხადეს. ძირითადი საზღვაო ძალები, რომლებიც წყალქვეშა ობიექტების ძებნით არიან დაკავებულნი, უკან დისლოკაციის ადგილზე გაიწვიეს. განგაშის ზონაში ყოველი შემთხვევისათვის, დამკვირვებელთა გარკვეული ჯგუფი მაინც დარჩება. შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის გახსნით იმუქრებოდა და ურჩევდა რუსეთის ფედერაციას, ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში, საიდუმლოდ შემოსული წყალქვეშა ნავის რუსული წარმომავლობა ეღიარებინა. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებას უარყოფს და კრემლის განცხადებით, წყალქვეშა ნავი, რომელიც შესაძლოა სტოკჰოლმის ნაპირებთან უნებართვოდ გამოჩნდა ნიდერლანდების საკუთრებაა. შვედეთის სანაპიროებთან გაურკვეველი წყალქვეშა ობიექტის სამძებრო სამუშაოები, შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ 17 ოქტომბერს დაიწყო.