უკრაინაში არჩევნებს ჟვანია-კოლომოისკის ტანდემი გააყალბებს

და

უკრაინელი ოლიგარქი, დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი იგორ კოლომოისკი ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული აუდიო ჩნაწერის, ავთენტურობას უარყოფს. კერძოდ, აუდიოჩანაწერში უმაღლესი რადას დეპუტატი დავით ჟვანია, მილიარდერთან რადას დეპუტატობის კანდიდატების გაყვანას ათანხმებს. ,,რათქმაუნდა მე არანაირ ჟვანიასთან არ ვსაუბრობ, შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ და დარწმუნდეთ, რომ მე ამომრჩეველზე არანაირ ზეწოლას არ ვახდენ. მე ჩემი გეგმები მაქვს და ნაკლებდ მაინტერესებს ვინ რას წერს და რა იღებს“ – აცხადებს კოლომოისკი .აუდიოჩანაწერში საუბარი ძირითადად კოლომოისკის მიერ კონტროლირებადი ადამიანების ქმედებებზეა და ინკოგნიტო დიალოგის თემას გუბერნატორის მოადგილე გენადი კორბანიც ეხება. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ დავით ჟვანია, დონბასის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებზე წარდგენილი კანდიდატების გადაადგილებითაა დაკავებული და 47 ,49, 50, 52 და 59-ე უბნების მოგებას ერთდროულად მისეული გეგმით აპირებს. ადამიანი, რომელიც ჟვანიას ხმით საუბრობს, დისკუსიის მსვლელობის დროს უკრაინელ ოლიგარქს ამშვიდებს ,,ნუ ღელავთ, პრინციპში 49-50-ე უბნები მოგებულია და დანარჩენი პრობლემა მოგვარებადია. ერთობლივი ძალისმხევით შეუძლებელს შევძლებთ“ უკრაინულმა მედიამ, აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება, კოლომოისკი-ჟვანიას მიერ არჩევნების მასობრივად გაყალბებას დაუკავშირა. ინფორმაციას «Вести» ავრცელებს.