დონბასში ამბოხებულები სლავიანსკზე კრამატორსკზე და მარიუპოლზე შეტევას ამზადებენ

1408180558-2234-dnr-zaharchenko

უკრაინაში დაპირისპირებული მხარეების მიერ უპირობო, დროებითი დაზავებიდან სამი კვირა გავიდა, თუმცა სიტუაცია ნელნელა დღითი დღე იძაბება. დონეცკის ,,სახალხო რესპუბლიკის“ მეთაურმა, ალექსანდრე ზახარჩენკომ განაცხადა, რომ ამბოხებულები დუმილის რეჟიმს დაარღვევენ და სლავიანსკს, კრამატორსკს და მარიუპოლს დაიკავებენ. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათი თქმით, რეგიონში აქტიურად შეინიშნება უკრაინული არმიის კოლონების გადაადგილება. ,,ჩვენ წინ უფრო რთული საბრძოლო მოქმედებები გველოდება. აუცილებლად დავიბრუნებთ სლავიანსკს, კრამატორსკს და მარიუპოლს. სამწუხაროდ დუმილის რეჟიმს მხოლოდ ჩვენ ვიცავთ. უკრაინული არმია პროვოკაციას ამზადებს, სჯობს მოულოდნელად თავდაცვის ტაქტიკა თავდასხმის ტაქტიკით შევცვალოთ და თავად უკრაინელებმა იფიქრონ, ლაბირინთიდან გამოსასვლელი გზის პოვნაზე. იძულებულნი ვართ, კიევის ხელისუფლებას ცეცხლით ვუპასუხოთ, საერთაშორისო თანამეგობრობა დუმს. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, ჩვენს მაგიერ არავინ გააკეთებს“ – აღნიშნული განცხადება,ზახარჩენკომ საავადმყოფოებში დაჭრილი მებრძოლების მონახულების დროს გააკეთა. ეუთოს დამკვირვებლების მტკიცებით, რუსეთ უკრაინის საზღვებთან აქტიურად შეინიშნება უკრაინული არმიის კოლონების გადაადგილება.