უკრაინაში ტერმინს ,,ფაშისტური გერმანიისაგან უკრაინის გათავისუფლებას“ აღარ გამოიყენებენ

2

უკრაინის ტელევიზიის და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტმა, (Госкомтелерадио) ქვეყნის მასშტაბით მედიასაშუალებებს თხოვნით მიმართა, რომ ტერმინი ,,ფაშისტური გერმანიისაგან უკრაინის გათავისუფლება“ აღარ გამოიყენენონ და აღნიშნულ ტერმინს სიტყვა ,,ფაშისტების უკრაინის ტერიტორიიდან გაძევება“ ჩაუნაცვლონ. უახლოეს დღეებში უკრაინა ფაშისტური გერმანიის სახედრო ძალების უკან დახევის 70-ე წლისთავის აღსაღნიშნავად ემზადება და სახელმწიფო ტელე რადიოკომიტეტმა ახალი ინიციატივა, აღნიშნულ თარიღს დაამთხვია. ,,ფაშისტების ჩვენი ტერიტორიიდან განდევნას უკრაინისათვის თავისუფლება არ მოუტანია, პირიქით ჩვენ ახალი ოკუპანტის ხელში აღმოვჩნდით, რომელსაც შმედგომ  რეპრესიები და დახვრეტები მოჰყვა. წითელი არმიის რიგებში ბევრი უკრაინელი იბრძოდა და მესამე რეიხის ძალების დამარცხებაში მათ დიდი წვლილი მიუძღვით. პარალელურად ჩვენ ჩვენი გმირები გვყავს (ОУН и УПА) და მათი სათანადოდ დაფასების დროც მოვიდა.“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც კომიტეტის საიტზე გამოქვეყნდა.