სანტ პეტერბურგის ზოოპარკში ყველაზე ასაკოვანი მურა დათვი გარდაიცვალა

1

სანტ პეტერბურგის ზოოპარკში, მსოფლიოში ყველაზე  ,,მოხუცი“ მურა დათვი გარდაიცვალა, რომლის ასაკი 36 წლით იყო განსაზღვრული. ,,ჩვენთან სამწუხარო ამბავი მოხდა. 36 წლის ასაკში, მსოფლიოში ყველზე ,,მოხუცებული“ დედა მურა დათვი, სახელად ბარბარა გარდაიცვალა. ჯერჯერობით მსოფლიოს არცერთ ზოოპარკში არ დაფიქსირებულა ბარბარასნაირი მოკრძალებული ასაკის მატარებელი ანალოგიური ცხოველი. სამწუხაროა და განვიცდით. ზოოპარკის თანამშრომლები მას საკუთარი ოჯახის წევრად თვლიდნენ. ხშირად ბარბარა გალიიდან გარეთ ეზოში, თავისუფლად გადაადგილდებოდა და ზოოპერსონალის შეხვედრაზე რეაქციაც კი არ ჰქონდა. ეს მისი სახლი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ბუნებაში თავისუფლებაზე მყოფი მურა დათვები 15-20 წელიწადი ცხოვრობენ, ბარბარამ ზოოპარკის პირობებში, კარგი კვებით, მოვლით, მედპერსონალის ყოველდღიური ყურადღებით, სიცოცხლის სურვილის და სიყვარულის გამოვლინება შეეძლო“ – ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.