ბაჩანა ახალაიას სასამართლომ 7წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

6

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით:

„2014 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ  დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულების: ბაჩანაახალიას, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილისა და ამჟამად ძებნაში მყოფ მეგის ქარდავას მიმართ.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 32 სასამართლო სხდომა, სადაც დაიკითხა ბრალდების 56 და დაცვის 28 მოწმე, ამათგან 3 ბრალდებული. ასევე გამოქვეყნდა ბრალდების 2 მოწმის წერილობითი ჩვენება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩაბა ახალაია  უდანაშაულოდ სცნო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების  გადამეტების ბრალდებების  საქმეზე, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების, ასევე  ფიზიკურ პირთა კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა სასამართლომ დამნაშვედ სცნო  მოხელის მიერ ჯგუფურად  ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი წამების ბრალდების საქმეზე, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თავისუფლებაშეზღუდული  პირის მიმართ. ასევე ბაჩანა ახალაია ცნობილ იქნა დამნაშავედ  ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ჩადენილი საჯარო ინტერესის საწინაარმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის რაიმეგამორჩენის და უპირატესობის მისაღებად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე  რამაცსაზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.  ბაჩანა ახალაიასა და მეგის ქარდავას ”ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა” და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 7წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. მათვე აეკრძალათ სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებშიდანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ბ. ახალაიას 3 წლის, ხოლო მეგის ქარდავას 2 წლისა და 3 თვის  ვადით.

ბრალდებულები გიორგი მაზმიშვილი და ლევან  ქარდავა გამართლდნენ მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების საქმეზე, ჩადენილი ძალადობით და იარაღის გამოყენებით, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოსკანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო   ცნობილ იქნენ დამნაშავედ ჯგუფურად,  ორი ან მეტი პირის მიმართჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის.  გიორგი მაზმიშვილსა და ლევან ქარდავას ”ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა” და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 11 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციოსასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ხოლო განაჩენი მეგის ქარდავას მიმართ, რომელიც გამოტანილ იქნა დაუსწრებლად,შეიძლება გასაჩივრდეს  მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ან პირველი ინსტანციისსასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისიმონაწილეობის გარეშე.“