ევროკომისია უკრაინას გარანტად არ დაუდგება

4

ევროკომისია, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან უკრაინის გავლით, ევროკავშირისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხს სწავლობს, საკუთარ თავზე არანაირი პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს და შესაბამისად უკრაინას, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში გაზის დავალიანების გადახდის გარანტად არ დაუდგება. ,,შეხვედრაზე ხაზგასმით ვისაუბრეთ მილანში მიღწეულ შეთანხმების პირობებზე, საუბარი ძირითადად უკრაინისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებას შეეხო. უკრაინა ვალდებულია დარჩენილი დავალიანება გადაიხადოს და 2015 წლის მარტის ბოლომდე ათასი კუბური მეტრი გაზი 385$-ად შეიძინოს. თუმცა უკრაინელი ,,კოლეგები“ გაურკვეველ პირობებს აყენებენ და ევროკავშირი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში საგარანტიო პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე არ აპირებს. «Нафтогаз»-ი გადახდის უუნარო კომპანიაა, ასე რომ საკითხი ისევ ღიად რჩება“ – აცხადებს  ,,Газпром“-ის ბოსი ალექსანდრე მილერი.