ამერიკული „დახმარების“ დიდი ნაწილი შეცდომით, ტერორისტების ხელში აღმოჩნდა (ვიდეო)

3

ტერორისტული დაჯგუფების ,,ისლამისტური სახელმწიფოს“  მებრძოლები ირწმუნებიან, რომ ამერიკელი სამხედროების მიერ სირიელი ქურთებისათვის მიწოდებული საბრძოლო მასალა და ჰუმანიტარული ტვირთი მათ ხელში აღმოჩნდა. ,,კაბანში , ამერიკული ავიაციის მიერ ჩამოყრილი სამხედრო აღჭურვილობის დიდი ნაწილი ჩვენს ხელთაა, ასე რომ საკმარისი რეზერვი მივიღეთ“ – ნათქვამია განცხადებაში. ამერიკული მხარის მტკიცებით, დაშვებული შეცდომის  მიუხედავად, ჰუმანიტარული ტვირთის დიდი ნაწილი ადრესატამდე მაინც მივიდა. ტერორისტებმა, ქურთებისათვის გათვალისიწნებული ტვირთის მათ ტერიტორიაზე ჩამოგდების დამადასტურებელი ვიდეო ინტერნეტ სივრცეში გაავრცელეს. ვიდეოფირზე კარგად სჩანს საგულდაგულოდ შეკრული სამხედრო ყუთები, რომლებიც პარაშუტზეა მიბმული. საერთო ჯამში მათ ხელში იარაღით დატვირთული 15 ამერიკული ,,ამანათი“ აღმოჩნდა. კვირას ამერიკის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სამეთაურო შტაბმა, სირიის ქალაქ კაბანში გამაგრებული ადგილობრივი ქურთებისათვის საბრძოლო მასალის და ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების შესახებ განცხადება გაავრცელა, თუმცა როგორც გაირკვა ტვირთის ნაწილს ტეორისტები დაეპატრონენ.