მოსკოვში ავიაკატასტროფას ფრანგული „total“-ის გენ დირექტორი ემსხვერპლა

4

თვითმფრინავის მგზავრი, რომელმაც ნუკოვოს აეროპორტში კატასტროფა განიცადა, ფრანგული ენერგო კონცერნის ,,Total“-ის გენერალური დირექტორი კრისტოფ დე მარჟერი აღმოჩნდა, რომელიც მოსკოვში,  უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე იმყოფებოდა და მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ შინ, პარიზში ბრუნდებოდა. ინფორმაციას საგენტო Интерфакс-ი ავრცელებს. თვიფრინვი ასაფრენ ბილიკზე გასწორების შემდეგ, აფრენის მცდელობისას, თოვლის საწმენდ მანქანას შეეჯახა და შეჯახების შედეგად ბორტზე მყოფი ერთი მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. ნუკოვოს აეროპორტის პრესსამსახურის გნცხადებით, თოვლის საწმენდი მანქანის მძღოლი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა და შოკურ მდგომარეობაში, ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.