იაპონიის ეკონომიკის მინისტრი მაკიაჟის ზედმეტი ხარჯების გამო თანამდებობიდან წავიდა

გ2

იაპონიის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი იუკო ობუტი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. როგორც BBC News-ი იუწყება, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა სინძო აბემ შესაბამის ბრძანებას ხელი ნახევარსაათიანი დისკუსიის შემდეგ მოაწერა და ეკონომიკის აწ უკვე ყოფილი მინისტრის თხოვნა დადებითად დააკმაყოფილა. რაც შეეხება იუკო ობუტის თანამდებობიდან წასვლის მიზეზს, როგორც გაირკვა მინისტრ ქალბატონს, საარჩევნოდ შემოწირული სახსრების, არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. კერძოდ, საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს, ობუტიმ საკუთარი მხარდამჭერების გარკვეულ ნაწილს, სახის მაკიაჟი, ფეხსაცმელები და სხვა სახის ჰიგიენური მომსახურეობა სოლიდური თანხის დახარჯვით განახორციელა. 40 წლის იუკო ებუტი, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში, იმ ხუთი მინისტრი ქალბატონთაგან ერთ-ერთი გახლდათ, რომლის ფორმირებაც სექტემბერში განხორციელდა. ექსპერტების განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის გადადგომამ შესაძლოა იაპონიაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. იუკო ობუტი იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის კეიძო ობუტის ქალიშვილია, რომელმაც თავისი პოლიტიკური კარიერა 26 წლის ასაკში, მამის გარდაცვალებიდან მალევე დაიწყო. 2008 წელს, ტარო ასოს მთავრობაში, 34 წლის ქალბატონს, ქვეყანაში შობადობის კურატორი სამინისტროს, პირველი პირის პორტფელი ანდეს. მას პოლიტოლოგები, მომავალში, იპონიის ისტორიაში პირველ პრემიერ მინისტრ ქალბატონად მოიაზრებდნენ.