მცხეთა-მთიანეთის მხარე რუსეთის შემადგენლობაში შევიდა?

25 მაისის ღამით საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ჩვენთან ისეთი პოლიტიკური პროცესები მიდის, მიწისძვრა რა მოსატანია და არც ჩვენ ვაპირებთ ამაზე ყურადღების გამახვილებას. საქართველოში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით ინფორმაცია უცხოურმა მედიამაც გაავრცელა. გერმანულმა მედიამ მცხეთა-მთიანეთის მხარე, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი იყო,  რუსეთან მოიხსენია. „ქრონიკა+“ ამის დამადასტუერებელ ფოტომასალას გთავაზობთ.

იმედია ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაზე სათანადო რეაგირებას მოახდენს.  ოსები ისედაც ამბობენ, რომ მცხეთა-მთიანეთის მხარე დიადი ალანიის ნაწილი იყო და ეს საიტი რომ ნახონ სულ გაცეტდებიან, გერმანიამაც აღიარა მცხეთა-მთიანეთის მხარე ჩვენს ნაწილადო.

შორენა მარსაგიშვილი