ვოლსკის გინება დასჯადი გახდა

მოძრაობა „შეცვალეს“ ლიდერი დიმა ბიძინაშვილი შესაძლოა განსასჯელის სკამზე ამოჩნდეს. სამოქალაქო აქტივისტს გია ვოლსკის გინების გამო ედავებიან. როგორც „ქრონიაკა+“-ს  ბიძინაშვილმა განუცხადა, მას საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა და დაურეკა და აცნობა, რომ სასამართლოს მიმართეს.

_ 20 მაისს დამიკავშირდა პოლიციის წარმომადგენელი და მითხრა, რომ ჩემს საქმეს სასამართლოს განიხილავს. მედავებიან გია ვოლსკის გინების გამო. იმის ნაცვლად რომ ვოლსკის მოსთხოვონ პასუხი უზრდელობაზე, ახალგაზრდების დასჯა გადაწყვიტეს, _ ამბობს ჩვენთან საუბარში ბიძინაშვილი.

ინციდენტი მიმდინარე წლის 2 აპრილს მოხდა. „ქართული ოცნების“ ოფისში მისულ გია ვოლსკის ახალგაზრდებმა მონა დაუძახეს. ამაზე დეპუტატმა უზრდელური ჟესტით გამოხატა რეაქცია. დეპუტატის უზრდელობას ახალგაზრდები შეძახილებით შეხვდნენ. ამის გამო 13 ახალგაზრდა, მათ შორის დიმა ბიძინაშვილიც დააკავეს. მალევე 13-ვე მათგანი გამოუშვეს. საზოგადოების პროტესტმა ვოლსკიც შეაწუხა და თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა. ამტკიცებდა, უზრდელობა გულშიც არ გამივლია, ელასტიური ბინტი შევისწორეო.

ყველას ეგონა რომ ეს ინციდენტი ამით ამოუწურა, მაგრამ ნურას უკაცრავად. 21 მაისს „შეცვალეს“ 6 აქტივისტის სასამართლოს პროცესი გაიმართა. აქედან სამს ყველა ბრალდება მოუხსნეს. დანარჩენი სამის პროცესი 31 მაისს გაიმართება. ამ დღეებში გაასამართლებენ სხვა აქტივისტებსაც. დიმა ბიძინაშვილის საქმე ცალკეა გამოყოფილი. მას გია ვოლსკის გინებისთვის სთხოვენ პასუხს.

_ პასუხი უნდა მოეთხოვოს ვოლსკის. შვილისშვილის ასაკის ახალგაზრდებს უზრდელური ჟესტებს გვაჩვენებს. რა უნდა ისწავლონ ახალგაზრდებმა მისგან?. _ კითხულობს ბიძინაშვილი.

ის არ გამორიცხავს, რომ სამაგალითოდ დასაჯონ.

შორენა მარსაგიშვილი