შეხვდა თუ არა გიორგი ვაშაძე ტაშკენტში ვანო ჩხარტიშვილს ?!

რამდენიმე დღეა რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აღარ ჩანს.  „ქრონიკა+“-ისთვის სახელისუფლებო კულუარებიდან ცნობილი გახდა, რომ ის უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში იმყოფებოდა, სადაც თავისი მეუღლის ბიძას ვანო ჩხარტიშვილს შეხვდა. როგორც „ოცნების“ კულუარებში გვითხრეს, ვაშაძემ ჩხარტიშვილისგან მიიღო ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა იმოქმედოს. ჩხარტიშვილმა კი თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო დავალება.

ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურ მდივანთან პაატა მანჯგალაძესთან ვცადეთ. მანჯგალაძე ადასტურებს, რომ ვაშაძე საქართველოში არაა, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს მის ტაშკენტში ჩასვლას.

_ არ ვიცი საიდან ვრცელდება ასეთი ჭორები. რა ტაშკენტი? გიორგი ვაშაძე იმყოფება კიევში. უკვე ორჯერ გვქონდა მასთან ჩართვა. ის ინოვაციების კიევის ოფისიდან ჩაგვერთო. დღეს, 15 მაისს მასთან კიდევ რამდენიმე ჩართვაა დაგეგმილი, _ აცხადებს „ქრონიკა+“-თან საუბარში პაატა მანჯგალაძე. 

შორენა მარსაგიშილი