ავსტრალია ერაყის ტერიტორიაზე შესაძლო სახმელეთო ოპერაციაში არ ჩაერთვება

გ7

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავსტრალიელი სამხედროები, სირია-ერაყის ტერიტორიაზე ,,ისლამისტური სახელმწიფოს” სახელით მებრძოლი ტერორისტების წინააღდეგ, შესაძლო სახმელეთო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ. აღნიშნული განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშოპმა, ბაღდადში, იბრაგიმ ალ-ჯაფარისთან შეხვედრის დროს გააკეთა. ,,ჩვენ დახმარებას გავაგრძელებთ, მხოლოდ და მხოლოდ ერაყის ხელისუფლებასთან შეთანხმებით” რამოდენიმე კვირით ადრე, ავსტრალიის სამხედრო საჰაერო ძალებმა, ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი რადიკალი ისლამისტების წინააღდეგ, პირველი საჰაერო დაბომბვა განახორციელა.