ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გადახდაზე უარს ამბობს

ცნობილ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს ნელი დოროყაშვილს შორის სასამართლო დავა გრძელდება.

მორიგების  და სასამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, ბასილაშვილი და მისი ოჯახის წევრები ბავშვის ნახვის მინიჭებული დღეებით არ სარგებლობენ, ახლა კი ნელი დოროყაშვილის მხრიდან შეტანილ სარჩელს , რომლის მოთხოვნა იყო ლუკას ბასილაშვილის  სწავლის ხარჯების თანაბრად გაყოფა, უარით უპასუხა.

შესაგებელ სარჩელში რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა , ნათქვამია რომ სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება, მოთხოვნილი თანხა არაგონივრულია და არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმა ასევე შეაჩერა საჯარო რეესტრში წარდგენილი ნოტარიულად დამტკიცებული ხელშეკრულება,  ლუკას ბასილაშვილისთვის საცხოვრებელი ბინის ჩუქების შესახებ

მსოფლიოში ცნობილ ჩოგანს ყოფილი მეუღლე ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიურ ძალადობაში ადანაშაულებს, ნელი დოროყაშვილი ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად არის ცნობილი.