რუსეთის თავდაცვის უწყება შვედების ბრალდებას უარყოფს

გ6

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, შვედური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. უწყებაში აცხადებენ, რომ რუსულ წყალქვეშა ნავს შვედეთის ტერიტორიულ წყლებში არანაირი პროვოკაცია არ მოუწყვია და მითუმეტეს არც ავარიული სიგნალი გაუშვია ვინმეს. ,,რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი წყალქვეშა ნავები და არამარტო წყალქვეშა, მათზე დაკისრებულ დავალებას, მსოფლიო წყლებში დადგენილი ნორმების მიხედვით ასრულებენ და მათ არანაირ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღიათ, მითუმეტეს განგაშის სიგნალი ჩვენი მხრიდან არ გაგზავნილა. ავარიული სიტუაცია, რუსეთის საზღვაო ფლოტში არ ყოფილა და და არც იქნება” – აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელი. 18 ოქტომბერს შვედურმა გამოცემამ Svenska Dagbladet-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელის მიხედვითაც, ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში რუსულმა წყალქვეშა ხომალდმა კატასტროფა განიცადა და დახმარების მოტივით ეკიპაჟმა სამაშველო სიგნალი გაუშვა. ინფორმაციას სააგენტო Интерфакс-ი ავრცელებს.