კიევი რუსულ სერიალებს აკრძალავს

გ5

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ალექსანდრე ტურჩინოვი, ქვეყნის პარლამენტს, 20 ოქტომბერს კანონპროექტს წარუდგენს დასამტკიცებლად, რომელიც უკრაინული ტელესივრციდან რუსული სერიალების გაქრობას ითვალისწინებს. ,,მე ამ ინიციატივას მხარს ვუჭერ, რადგან რუსული სერიალები ჩვენი ქვეყნის მტრებს გმირებად წარმოაჩენს. ეს ის ხალხია, რომლებიც უკრაინაში ომს ამართლებენ. ახალი ინიციატივა პარლამანტის რიგგარეშე სხდომაზე იქნება განხილული” – აცხადებს ტურჩინოვი. მიმდინარე წლის ივნისში, ანალოგიური ინიციატივა, ფრაქცია ,,Свобода”-ს წევრებმა დააყენეს და უკრაინული ტელეარხებიდან რუსული სერიალების «Убойная сила», «Хроники убойного отдела» и «Прокурорская проверка» მოხსნა მოითხოვა. მიზეზად რადას დეპუტატებმა ასევე , ქვეყნის მტრების გმირებად წარმოჩინება დაასახელეს.