ეუთო უკრაინაში გერმანული უპილოტო აპარატების გამოყენებაზე უარს აცხადებს

გ4

ეუთო დონბასში სიტუაციის მონიტორინგის განსახორციელებლად, გერმანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაზე უარს აცხადებს. როგორც გაირკვა, ორგანიზაციის უარი, ბერლინის მიერ საფრენი აპარატების მართვის სურვილმა გამოიწვია. ინფორმაციას Deutsche Welle  ავრცელებს. ,,ჩვენ ნებისმიერი შემოთავაზებული წინადადებისათვის მადლობას გამოვთქვამთ, განსაკუთრებით კი ჩვენი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიმართ, თუმცა, პროცესში სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა, უკრაინაში ჩვენი მისიის მანდატს ეწინააღდეგება. ოფიციალური ბერლინი, ეუთოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, გაგებით მოეკიდა, თუმცა უკრაინაში უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნის ინიციატივას ძალაში ტოვებს. გერმანიის მთავრობამ ეუთოს, საკუთარი მომსახურეობა 10 ოქტომბერს შესთავაზა. ორი ერთეული საფრენი უპილოტო აპარატის უკრაინაში გაგზავნაზე სურვილს, საფრანგეთიც გამოთქვამს. რაც შეეხება რეგიონში სამშვიდობო ხელშეკრულებას, ის თვენახევარია მოქმედებს და 2014 წლის 5 სექტემბრიდან, მინსკის მოლაპარაკებების შემდეგ შევიდა ძალაში.