დონბასი ადგილობრივ არჩევნებს კიევისაგან დამოუკიდებლად ჩაატარებს

გ3

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკები ადგილობრივ არჩევნებს, კიევისგან დამოუკიდებლად ჩაატარებენ. თუმცა რამოდენიმე დღის წინ, მილანში გამართულ ,,აზია ევროპის” სამიტის მსვლელობის დროს, ვლადიმერ პუტინმა, პეტრო პოროშენკოს, რეგიონში არჩევნების მშვიდად ჩატარების გარანტად, დონბასისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება შესთავაზა. რაც უკრაინის პრეზიდენტმა საქმით დაადასტურა და რეგიონს სამ წლიანი ვადით განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა. რაც შეეხებათ ადგილობრივ ამბოხებულებს, მათი განცხადებით, ისინი გეგმების შეცვლას არ აპირებენ და ადგილობრივ არჩევნებს კიევისაგან დამოუკიდებლად ჩაატარებენ. პუტინმა პირობა დადო, რომ ამბოხებულებს, კიევის მიერ შეთავაზებული მოდელის მოქნილობაში დაარწმუნებდა და ხელს შეუწყობდა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ მოსკოვის ღია ზეწოლა ადგილობრივ საველე მეთაურებზე ცუდად იმოქმედებს და შესაძლოა დონბასში უკონტროლო სიტუაცია შეიქმნეს. ,,მე ვიცი , რომ ,,ნოვორასიის” წარმოამდგენელბს ცუდი რეაქცია ექნებათ და აღნიშნული შეთავაზების რეალიზებას დრო დასჭირდება, მაგრამ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება” – განაცხადა მილანში პუტინმა. თავად პოროშენკოს თქმით, დონბასში არჩევნები ახალი კანონდმებლობით უნდა ჩატარდეს.