ვინ დააფინანსებს გახარიას პარტიას

ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია პარტიის შექმნას ჩქარობს. მან უკვე მონახა თანხები, რომლითაც პირველ ნაბიჯებს გადადგამს. დანარჩენ დაფინანსებას ქართველი ბიზნესმენებისგან ელოდება. გარემოცვა მას არწმუნებს, რომ სერიოზულ დაფინანსებას მიიღებს. მის დამფინანსებლად ძირითადად რუსეთში მყოფი ბიზნესმენები მოიაზრებიან. საქართველოშიც შეიძლება ვიღაცამ გაიმეტოს მისთვის თანხა. ბიზნესომბუდსმენობის დროს ბევრ ბიზნესმენს დაეხმარა.

როგორც „ქრონიკა+“-სთვის გახდა ცნობილი გახარია ნათია მეზვრიშვილის და მაია ცქიტიშვილის რჩევებს ითვალისწინებს. ერთიც და მეორეც მას ურჩვენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად შექმნას პარტია. გახარია და მისი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში გეგმავენ მონაწილეობის მიღებას. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერი თბილისის მერად აპირებს კენჭისყრას.ა მას მისი გარემოცვა უარყოფს. ამასთან დიდი იმედი აქვთ რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ბევრ ხმებს აიღებენ. განსაკუთრებულ იმედე3ბს სამეგრელოზე ამყარებენ. გახარია მის მშობლიურ კითხეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. პრემიერობიდან მისი გადადგომის შემდეგ სამეგრელოს მუნიციპალიტეტების საკრებულოებში მეოცნებეები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ პარტიას.

შორენა მარსაგიშვილი