შვედეთის სამხედრო საზღვაო ძალები რუსულ წყალქვეშა ნავს ეძებენ

გ2

შვედური გამოცემა Svenska Dagbladet-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქვეყნის საზღვაო ძალები, შვედეთის სანაპიროსთან რუსული წყალქვეშა ხომალდს ეძებს, რომელმაც განგაშის სიგნალი გაუშვა და სავარაუდოდ ავარია განიცადა. ,,რადიოსიგნალი პირველად 16 ოქტომბერს დაფიქსირდა. აღნიშნული სიგნალი მხოლოდ ავარიის შემთხვევაში გადაიცემა, ტექსტს რუსულ ენაზე კითხულობდნენ და ხარვეზებით მოდიოდა, ცოტა ხანში სიგნალი გაწყდა, თუმცა 17 ოქტომბერს ანალოგიური რადიოგადაცემა უკვე დაშიფრული კოდით მოვიდა” – ნათქვამია სტატიაში. შვედმა სამხედროებმა ფართომაშტაბიანი სამაშველო ოპერაციის წარმოება დაიწყეს, რომელიც განსაკუთრებული რეჟიმით, სტოკჰოლმის მახლობლად, ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მიმდინარეობს. შვედეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელის იონას უიკსტრემის განცხადებით: ,,ჩვენმა რადარებმა განგაშის სიგნალი დააფიქსირეს, რომელიც შვედეთის ტერიტორიულ წყლებში, ჯერჯერობით გაურკვეველი წყალქვეშა მცურავი ობიექტის შემოსვლას გვამცნობს. სამძებრო სამაშველო ოპერაციაში, საბრძოლო ხომალდები, ვერტმფრენები და სახმელეთო ჯარების რამოდენიმე დანაყოფი იღებს მონაწილეობას. ჯერჯერობით რაიმე ტიპის დარღვევაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და უმოკლეს დროში დავადგენთ, სიგნალი სამაშველო მიზნით გამოიგზავნა თუ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია” – განაცხადა უიკსტრემმა.