პეტრო პოროშენკო: „უკრაინას ექნება გაზი, უკრაინა იქნება თბილად!”

g1

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ უკრაინა მიმდინარე ზამთარს თბილად გაატარებს და ქვეყანაში რუსული გაზის ექსპორტი არ შეფერხდება. ,,უკრაინა იქნება გაზით უზრუნველყოფილი, უკრაინა იქნება თბილად” – განაცხადა პოროშენკომ, მილანში გამართული სამიტის შედეგების შეფასების დროს. ინფორმაციას სააგენტო ,,Интерфакс”-ი ავრცელებს. მისი თქმით ,,დისკუსიის მსვლელობისას, რუსეთის ფედერაციამ ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 385$ მოითხოვა, თუმცა ჩვენ მათ გარკვევით განვუმარტეთ, აუცილებელია დაწესდეს ორი ტარიფი, ერთი ზამთრისთვის, როდესაც ქვეყნის ეკონომიკის შეუფერხებლად მოქმედებისათვის ბუნებრივ აირზე მოთხოვნა უფრო დიდია და ზაფხულის ტარიფი, როდესაც ჩვენ გაზის მინიმუმს ვხარჯავთ. ასე და ამგვარად ზამთრის ფასი 385$ იქნება ხოლო ზაფხულის კი 325 დოლარი. რუსული მხარე შეთავაზებულ წინადადებაზე დათანხმდა. პრობლემა 2015 წლის მარტის თვემდე გადაჭრილია. 21 ოქტომბერს ბრიუსელში, სამმხრივი მოლაპარაკებების ფორმატით დაგეგმილ შეხვედრაზე, აღნიშნულ შეთანხმებას წერტილი საბოლოოდ დაესმება.