უცნობს თბილისის მერობა მოუნდა

მომღერალი გია გაჩეჩილაძე პოლიტიკურად გააქტიურდა. უცნობმა ჯერ კიდევ ზამთარში დაანონსა. რომ 9 აპრილს გამართავს აქციას. სადაც დააფუძნებს „ქართველი ხალხის მარადისობის დღეს“. 9 აპრილი ჩვენთვის უკვე 32 წელია განსაკუთრებული თარიღია. ეს უცნობმაც კარგად იცის, მაგრამ რატომღაც ახლა გაახსენდა ეს თარიღი. თან ეს ყველაფერი ოპოზიციის პროტესტს დაემთხვა. უმცროსი გაჩეჩილაძე არც მალავს, რომ მის მიერ გამართული ღონისძიება ოპოზიციის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

იყო ვარაუდი რომ ამით გაჩეჩილაძე ივანიშვილის გულის მოგებას აპირებდა. ბიძინა ივანიშვილმა ძმები გაჩეჩილაძეები ახლოს არ გაიკარა. მან შესანიშნავად იცის, თუ როგორ ვაჭრობდნენ ისინი მიხეილ სააკაშვილთან. მაშინ ოლიგარქი და ნაციონალების ლიდერი ერთ გუნდს წარმოადგენდნენ და ერთად ებრძოდნენ ოპოზიციას. რომლის ნაწილი ახლა ივანიშვილის ბანაკშია, ნაწილი სააკაშვილის მხარეს დგას.

შესაძლოა უცნობს მართლაც სურდეს ივანიშვილის გულის მოგება, მაგრამ როგორც „ქრონიკა+“-ს უთხრეს. მას სხვა გეგმები აქვს. გია გაჩეჩილაძეს თბილისის მერობაზე გაუჩნდა პრეტენზია. ფიქრობს რომ ოპოზიციით და ხელისუფლებით უკმაყოფილო საზოგადოება მას დაუჭერს მხარს. წლების წინ ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ ახლა დრო შეიცვალა. რაც არ უნდა ლანძღოს ნაციონალები,  ყველას კარგად ახსოვს, რომ ვარდების რევოლუციის დროს ის მიშას მხარდამჭერი იყო. ნაციონალების ორგანიზებულ კონცერტებზე გამოდიოდა. ინტერნეტში ახლაც იძებნება ვიდეო, თუ როგორც ცეკვავენ ის და მიშა სააკაშვილი სცენაზე. რამდენიმე თვის წინ უცნობმა თავად გვიამბო, რომ მაშინ როცა ოპოზიცია ქუჩაში იდგა. ძმები გაჩეჩილაძეები სააკაშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

შორენა მარსაგიშვილი