ბათუმის სასამართლომ ირაკლი ფანგანს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ფანგანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ  ბრალდებულს 2000 ლარის გირაო შეუფარდა.

სასამართლომ  ირაკლი ფანგანს ასევე დამატებითი ვალდებულებები დააკისრა: იგი კვირაში ერთხელ გამომძიებელთან უნდა გამოცხადდეს;  საქმის განხილვის დასრულებამდე ფანგანს აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და მიახლოება ირაკლი ჩავლეიშვილთან; ამასთანავე, – ქვეყნის დატოვება.

„არაფერს ვნანობ,  ისევ ძველებურად გავაგრძელებ აქტიურობას და  ბოლომდე ვიბრძოლებ. მე თუ არა, სხვა ჩაიდენს იგივე ქმედებას“, – აცხადებს ირაკლი ფანგანი.

შეგახსენებთ: ბათუმში საპროტესტო აქციაზე აქციის მონაწილეებმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს.

ხვიჩა მამულაძე