NDI: „გამოკითხულთა 31%-ისთვის მათ შეხედულებებთან ახლოს „ოცნებაა“, 5%-ისთვის – „ნაციონალური მოძრაობა“

NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 31% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს ქართული ოცნება დგას. ამასთან, 25% ამბბობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არაა, ხოლო 24% პასუხზე უარს ამბობს.

მხოლოდ 5% ამბობს, რომ მათთან ახლოს ნაციონალური მოძრაობაა, ხოლო 9%  — სხვა პარტიები.

NDI-ს კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები შეირჩნენ მარტივი  შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,1%-ია. NDI-ში განმარტავენ, რომ ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

ნენე ინჯგია