დაპირისპირება ბათუმის ბულვარის აქციაზე

ბულვარში მიმდინარე აქციაზე ხმაური იყო. 

დაპირისპირება მოჰყვა აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ

დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილის გამოჩენას. ამ უკანასკნელს აქციის მონაწილეები და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. 

მათ განაცხადეს, რომ ჩავლეიშვილს არ აქვს უფლება, აქციაზე მოვიდეს, რადგან ის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით მოხვდა, დაარღვია შეთანხმება და შევიდა საკანონმდებლო ორგანოში. ისმოდა ბრალდებები და შეძახილი მის მიმართ: „მონა“.

ჩავლეიშვილის თქმით, პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს. მისთვის გასაკვირია, რომ მშენებლობას ის ხალხი ეწინააღმდეგება, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბულვარში მშენებლობის არაერთი ნებართვა გასცა. 

ირაკლი ჩავლეიშვილმა საპროტესტო აქცია პოლიციის დახმარებით დატოვა.

ხვიჩა მამულაძე