თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა მარტიდან აღდგება

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა პირველი მარტიდან განახლდება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადეს.

დღევანდელ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება რიგი შეზღუდვების მოხსნის საშუალებას იძლევა, თუმცა  სხვადასხვა ქალაქში – სხვადასხვაგვარად.

„პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, ხოლო სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი გვაქვს პირველი მარტიდან“, – განაცხადა ბრიფინგზე ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილმა.

ასევე ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობების აღდგენა 15 თებერვლიდან იგეგმება.

ნენე ინჯგია