ტერორისტები მიტაცებული ავიაგამანადგურებლებით ფრენას იწყებენ

გყ

ტერორისტული დაჯგუფება ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ მეომრებმა, მიტაცებული ავიაგამანადგურებლებით ფრენა დაიწყეს. ექსტრემისტების განკარგულებაში МиГ-21 და МиГ-23 ხუთი სამხედრო თვითმფრინავია. ტერორისტებს ფრენას, ერაყის არმიის ყოფილი მფრინავები ასწავლიან, რომლებიც ,,ისლამისტურ სახელმწიფოს“ შეუერთდნენ და ადრე სადამ ჰუსეინის პირად ესკადრელიაში მსახურობდნენ. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ხალიფატისთვის მებრძოლები, სასწავლო ფრენებს, ალეპოს ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო აეროპორტში ახორციელებენ. ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ სახელით მებრძოლმა ტერორისტებმა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში, სირია-ერაყის ტერიტორიების დიდი ნაწილი ჩაიგდეს ხელთ და აღნიშნულ ტერიტორიაზე ხალიფატის შექმნა გამოაცხადეს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ 2014 წლის 8 აგვისტოს, მოკავშირეებთან ერთად ტერორისტებთან ბრძოლის სტრატეგიას მოაწერა ხელი და პასუხად რადიკალი ისლამისტების სამხედრო ბაზების, საჰაერო წერტილოვანი დაბომბვა დაიწყო.