პოროშენკომ დონბასს განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა

გ6

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, დონბასისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების ბრძანებას ხელი მოაწერა, რომელიც მიზნად, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ წესრიგის დამოუკიდებლად დამყარებას ითვალისწინებს. ქვეყნის უმაღლესმა რადამ კანონი 16 ოქტომბერს დაამტკიცა. ტურჩინოვმა აღნიშნული დოკუმენტი ერთი თვის მანძილზე თაროზე შემოდო და პრეზიდენტს დასამტკიცებლად, მხოლოდ 14 ოქტომბერს გადაეგზავნა. დოკუმენტის მიხედვით ,,,ანიტერორისტული ოპერაციის ზონაში“ სამი წლის მანძილზე, თვითმმართველობის განსაკუთრებული რეჟიმი იქნება შემოღებული. ბრძანების თანახმად, რეგიონში წესრიგს ძირითადად ადგილობრივი მილიცია და მოხალისეები დაიცავენ, რომელთა მუშაობასაც რეგიონის დამოუკიდებელი ხელისუფლება გააკონტროლებს. დოკუმენტი ქვეყნის დონბასში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასაც ითვალისწინებს. რაც შეეხება დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მმართველი ორგანოს წარმომადგენლებს, ისინი პოროშენკოს გადაწყვეტილებას პირად გამარჯვებად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ კიევი რეგიონში მებრძოლ ადამიანებს ტერორისტებად აღარ განიხილავს და მათ იურიდიულ მხარედ აღიერებს.