უკრაინელმა სამხედროებმა შეცდომით საკუთარი მებრძოლები ჩახოცეს

გ4

დონეცკში ,,მსხვილკალიბრიანი“ იარაღიდან გასროლის ხმა ისმის. იუწყება საქალაქო საბჭოს პრესამსახური. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სხვადასხვა სახის იარაღიდან ინტენსიური სროლის ხმა, კიროვის, კუიბიშევის და კიევის რაიონებიდან ისმის. ფედერალიზაციის მოთხოვნით ამბოხებული მებრძოლების სამეთაურო შტაბის განცხადებით, დონეცკის აეროპორტის ტერმინალებთან შეინიშნებოდა უკრაინელი ძალოვანი უწყების მებრძოლების ინტენსიური გადაადგილება ,,უკანასკნელი რამოდენიმე დღის მანძილზე, დონეცკის აეროპორტის მიმართულებით, უკრაინის ძალოვანი უწყების მიერ, აქტიურად შეინიშნებოდა ცოცხალი ძალის გადაადგილება. ჩვენს მიერ განხორციელებული ტაქტიკური სვლის შემდეგ, ფაშისტებს კოორდინატები შეეშალათ და უმისამართო საარტილერიო ცეცხლის შედეგად, საკუთარი მებრძოლები უმოწყალოდ ჩახოცეს. დონეცკის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ათეულობით უკრაინელი ჯარისკაცის მიტოვებული გვამი ყრია“ – ნათქვამია განცხადებაში.