პუტინი და მერკელი ერთმანეთს მილანში შეხვდნენ

გ3

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მილანში ,,აზია ევროპის“ ფორმატით გამართული სამიტის შემდეგ, გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს პირისპირ შეხვდა. შეხვედრა 16 ოქტომბერს გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 23.45 წთ-ზე შედგა და დაახლოებით ორსაათნახევარი გაგრძელდა. ორი ქვეყნის ლიდერების საუბრის ძირითად თემას, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე პროცესები და მინსკის შეთანხმების დეტალურად განხილვა წარმოადგენდა. ,,დეტალური დიალოგის მსვლელობის დროს, ლიდერებმა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. საუბრის თემას მინსკის შეთახმების პირობების შესრულება წარმოადგენდა. ძირითადი აქცენტი დაპირისპირებული მხარეების მიერ ბუფერული ზონების მშვიდობიანი კონტროლის აუცილებლობაზე გაკეთდა. თუმცა, უკრაინის შიდა პოლიტიკური მოვლენების და კონფლიქტის მიზეზების წარმოქნის თაობაზე მხარეებს სხვადასხვა ხედვა აქვთ. პუტინი და მერკელი ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის თემას განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდნენ და საუბრის ბოლოს ბუნებრივი აირის ევროპისათვის უსაფრთხოდ მიწოდების ნიუანსებსაც შეეხნენ“ – აცხადებს დიმიტრი პესკოვი. მერკელთან შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი სტუმრად ძველ მეგობართან, იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრთან, სილვიო ბერლუსკონისთან წავიდა. ინფორმაციას სააგენტო -«Интерфакс»-ი ავრცელებს.