დონალდ ტრამპი: „ობამა ფსიქიკურად ავადაა, ის გაგიჟდა“

გ2

ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი ქვეყნის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ფსიქიკურ მდგომარეობას ეჭვის თვალით უყურებს. ბიზნესმენმა, საკუთარი Twitter-ი გვერდზე ობამა, სამი აფრიკული ქვეყნის (სადაც ებოლა ბობოქრობს) მიმართულებით საჰაერო ფრენების არშეზღუდვის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გატარა და მას ფსიქიურად დაავადებული გიჟი უწოდა. ,,მე მგონია, რომ ობამა გაგიჟდა, აშკარაა მისი ჯანმრთელობა შერყეულია და ეს უკვე ნათლად სჩანს. გიჟია, გიჟი, ეს კაცი ამერიკას დაღუპავს“ – წერს ტრამპი. ცოტა მოგვიანებით, ამერიკელმა ტელეწამყვანმა სტივ მალცბერგმა, საკუთარი შოუს პირდაპირ ეთერში, სთხოვა ტრამპს ტვიტერზე გაკეთებული განცხადების კომენტირება გაეკეთებინა. მილიარდერი არც დაფიქრებულა და ჟურნალისტის თხოვნას წამის მეასედში უპასუხა. ,,თქვენ რა ეჭვი გეპარებათ?? ობამა გაგიჟდა! ის ავადაა და ამას ბევრი ვერ ამჩნევს, ამდენი უაზრო გადაწყვეტილება რაც ობამამ მიიღო, ერთად ვერ მოიფიქრებდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები. ობამა ამერიკას დაღუპავს. ის ფსიქიკურადაა ავად და დროზე სჭირდება მიხედვა“ – აუღელვებლად უპასუხა დონალდმა.