ირაკლი შიოშვილმა ახლად გახსნილი ლაბორატორია ადგილზე მოინახულა

ქალაქ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკის ბაზაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების მოლეკულური ლაბორატორია გაიხნა, რომელიც 300-მდე ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგების პასუხს ადრესატს 24 საათში მიაწვდის.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა ახლად გახსნილი ლაბორატორია ადგილზე მოინახულა.

შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია მონაწილეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრ SARS-CoV-2 ვირუსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხარისხის გარე შეფასების სისტემაში.

მნიშვნელოვანია, რომ მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ამოქმედებასთან ერთად შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ უზრუნველყოფს შესაბამისი ბიოლოგიური მასალის ტრანსპორტირებას ქვეყნის მასშტაბით, ცივი ჯაჭვის პრინციპით.

მაკა მოსიაშვილი