ჯო ბაიდენის შვილი კოკაინის მოხმარებაზე შეისწრეს

გ1

ამერიკის ვიცე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უმცროსი შვილი ჰანტერ ბაიდენი, კოკაინის მოხმარების გამო, ქვეყნის სამხედრო საზღვაო ძალების რეზერვიდან დაითხოვეს. როგორც ABC News-ი იუწყება, ქვეყნის სამხედრო უწყებამ, ბაიდენი უმცროსის დათხოვნის გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც ნარკოტიკის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვლის თვეში მიიღო. ,,ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალებში მსახური ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვწუხვარ, რომ მოვლენები ამგვარად განვითარდა, სამწუხაროდ მე ჩემი თავი ვერ მოვთოკე. ვაფასებ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, კანონი ხომ ყველაფერზე წინ დგას“ – ნათქვამია 44 წლის ჰანტერ ბაიდენის განცხადებაში, რომელიც 16 ოქტომბრით თარიღდება. როგორც The Wall Street Journal წერს, 2012 წელს ბაიდენის შვილმა (ბიჭი), რომელიც განათლებით იურისტია, შესაბამისი პროცედურების გავლა დაიწყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, სამხედრო საზღვაო ძალების პრესსამსახურში დაეწყო მუშაობა. 2013 წლის 7 მაისს ის, სამხედრო ძალების რეზერვში აიყვანეს. რამოდენიმე თვეში, სამხედრო მოსამსახურეებისათვის აუცილებელი ნარკო ტესტის გავლის შემდეგ მას კოკაინის მოხმარება დაუდგინდა. ამგვარად ბაიდენი უმცროსის სამხედრო კარიერა დასრულდა. მიმდინარე წლის მაისში ჰანტერ ბაიდენი ნავთობისა და გაზის კომპანიის ,,Burisma“ მმართვის ორგანოს წევრი გახდა, რომელიც უკრაინაში ქვანახშირისა და ნავთობპროდუქტების მოპოვების უფლებით სარგებლობს. პარალელურად ბაიდენი უმცროსი, გობალური ლიდერობის, ეროვნული უშიშროების და ნაციონალური დემოკრატიის ინსტიტუტის ცენტრის თამჯდომარის თანამდებობას იკავებს.