ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხანძარია!

ბათუმში მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, ხანძარია. 

ცეცხლი სანაპიროს მხრიდან ხმელ ფოთლებს გაუჩნდა და ბაღის ტერიტორიაზე გადავიდა. დამწვარია 400 კვ.მ. ფართობი.

საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ჯგუფი და ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ხვიჩა მამულაძე